უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკური აგენტების ქცევის ცვლილებაზე, რაც იანვარი-აპრილის  დეპოზიტების და სასესხო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებლებზეა ასახული. აღნიშნულ პერიოდში  არასაბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 3.22%-ით, ხოლო სასესხო პორტფელის თითქმის 5%-ით არის შემცირებული. 1 მაისის მდგომარეობით უცხოური ვალუტით  გაცემულ სესხებზე დარიცხული პროცენტი ისტორიული მინიმუმის 7.3%-ის ტოლია, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე  საშუალო შეწონილი პროცენტი კი მცირე, თუმცა მაინც ზრდის ტრენდით  ხასიათდება. აღსანიშნავია რომ ჯამურ პორტფელთან მიმართებაში ვადაგადაცილებული სესხების წილი მკვეთრად არის გაზრდილი. არსებული მონაცემებით იკვეთება, რომ მოსახლეობას მოკლევადიანი და უცხოური ვალუტით ნომინირებული სესხების მომსახურება ფინანსურად უჭირს.

საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში .

"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.