საქართველოში, არასაბანკო ფინანსური სექტორის სწრაფი ზრდა აქტუალურ თემას წარმოადგენს, რაც (ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის გამო) მოსახლეობის ვალის გადახდის ტვირთს და შესაბამისად, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. არასაბანკო ფინანსური სექტორიდან საკრედიტო კავშირები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულირებადია; ხოლო ლომბარდები, ონლაინ კრედიტები და მევახშეები კი არა.

არასაბანკო ფინანსურ სექტორის  აქტუალობიდან გამომდინარე, “საზოგადოება და ბანკები” ამ სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა და  მათ შესახებ დღესდღეობით არსებული მონაცემები მიმოიხილა. იმისთვის, რომ ამ სექტორის რეალური სიდიდე და ამ სფეროში არსებული ვითარება დაგვედგინა, ჩვენ მათი აქტივები, პასივები გაცემული სესხები და წმინდა მოგების მაჩვენებლები მიმოვიხილეთ.  

გაეცანით კვლევის შედეგებს მიმაგრებულ ფაილში.
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.