ეკონომიკური მედია სკოლის მიმდინარე ლექცია, რომელსაც გიორგი კეპულაძე და ანი ალიბეგაშვილი უძღვებოდნენ, საბანკო პროდუქტებს მიეძღვნა.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან.
მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.