საზოგადოება და ბანკები  ეკონომიკური მედია სკოლის მეთოთხმეტე ნაკადის მიღებას იწყებს!

ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი -  გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ. მიმდინარე პანდემიური პროცესების გამო, ლექციები, ამჯერადაც, ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე -  info@sab.ge, 2021 წლის 11 აპრილის ჩათვლით.