წინანდალში „ეკონომიკის საზაფხულო სკოლა“ გაიხსნა. ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტარდება. სკოლაში სხვადასხვა წარმატებული პროექტის ავტორებიც სწავლობენ. 

ტრენინგებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ატარებს.  პროექტის მიზანია სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები გაეცნონ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, იმსჯელონ მოსალოდნელი შედეგების და აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების შესახებ. ცალკე დისკუსია დაეთმობა კოვიდ-19-ის გავლენას ეკონომიკაზე. ეკონომიკის საზაფხულო სკოლა წელს მესამედ ტარდება. მისი მასპინძელი ამჯერად სასტუმრო Tsinandali Estate Radisson Collection-ია.

„საზოგადოება და ბანკები“ პროექტს გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.