ეკონომიკურ მედია სკოლას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი - არჩილ გაჩეჩილაძე ესტუმრა. არჩილ გაჩეჩილაძე მსმენელებს  საბანკო სექტორის სამომავლო განვითარებაზე და ტექნოლოგიურ სიახლეებზე  ესაუბრა. აგრეთვე, განიხილა აქტუალური ეკონომიკური საკითხები, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.

ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“  გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.