საზოგადოება და ბანკებმა და მასტერქარდმა უნაღდო ანგარიშსწორების წახალისების პროექტის გამარჯვებულები გამოავლინეს. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას შეუწყობს ხელს.

პროექტისთვის საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების 20 გამორჩეული  სტუდენტი შეირჩა.  სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ ისინი გუნდებად დაიყვნენ და დაიწყეს მარკეტინგულ კამპანიებზე მუშაობა. საბოლოო პროდუქტი კი კომპეტენტურ ჟიურის წარუდგინეს. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს მასტერქარდი 3000 ლარს გადასცემს, რომელიც მათ მხოლოდ სასწავლო მიზნით უნდა გამოიყენონ.

მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებას და უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას. პროექტი საქართველოს ბაზარზე მასტერქარდის შემოსვლის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.