ეკონომიკური მედია სკოლის მეთერტმეტე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს გიორგი ბაქრაძე და მოწვეული ექსპერტები ატარებდნენ, რომელთა შორისაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იყო.

    სკოლის მეთერტმეტე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგებოდა, რომლებმაც ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს. მედია სკოლა მეთორმეტე ნაკადის მიღებას შემოდგომიდან დაიწყებს.

    ეკონომიკური მედია სკოლის პროექტი ,,საზოგადოება და ბანკებმა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა.