ეკონომიკურ მედია სკოლას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესტუმრა. მან ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილა.

სტუმარმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. 

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.

ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.