არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკებმა“ მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 1 მარტიდან ადვოკატები საზოგადოება და ბანკების საკონსულტაციო ცენტრის მომხმარებლებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობას ადვოკატ მარი საბიაშვილთანაც იწყებს. რომელიც ასევე ჩაერთვება მომხმარებლების იურიდიულ კონსულტაციაში.

საზოგადოება და ბანკების საკონსულტაციო ცენტრი 2014 წლიდან გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ფუნქციონირებს და წლიურად 1500-მდე ადამიანს ემსახურება. მისი მიზანია მომხმარებლებმა მიიღონ უფასო კვალიფიციური რჩევები  საბანკო პროდუქტების, პირობებისა და პროცედურების შესახებ.

საკონსულტაციო ცენტრი ორი მიმართულებით მუშაობს, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ცხელი ხაზის (240 05 05) და სოციალური მედიის საშუალებით  დაუკავშირდნენ ორგანიზაციას, მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია ან/და ჩაეწერონ მიღებაზე ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტთან. 1 მარტიდან კი სერვისებს უფასო იურიდიული კონსულტაციაც დაემატება.