"საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკურ მედია სკოლას GWP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ესტუმრა. არჩილ გაჩეჩილაძემ ენეგეტიკაზე და წყალმომარაგებაზე ისაუბრა, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. 

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.

ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის  ფინანსური განათლების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.