„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლაში სწავლა დაიწყო. მეათე ნაკადს ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე ჩაუტარებს. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ეკონომიკური მედია სკოლის მეათე ნაკადი 23 მსმენელი/ჟურნალისტისგან შედგება, მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა. ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის  ფინანსური განათლების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. ლექციები ილიაუნის E კორპუსის ახალ სტუდენტურ სივრცეში ტარდება.