სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პროექტის - ეკონომიკური დებატების ფინალური ეტაპი გაიმართა. დებატები ეკონომიკურ და საბანკო თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით ჩატარდა და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იყვნენ ჩართულნი. ორი ნახევარფინალის შემდეგ ფინალური დებატი გაიმართა. გამარჯვებულები სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით მსაჯებმა გამოავლინეს. ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

        ფინალურ ეტაპამდე შერჩეული მონაწილეები ოცკაციან ჯგუფებად დაიყვნენ და ტრენინგები ჩაუტარდათ, ლექციების ერთი ნაწილი დებატების სპეციფიკას, ხოლო მეორე ეკონომიკურ და საბანკო თემებს შეეხებოდა. პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ დებატებისთვის  აუცილებელი უნარ-ჩვევები, უკეთ შეძლონ გუნდურად მუშაობა და გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკურ საკითხებზე.

პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან“ ერთად ახორციელებს.