დებატები ეკონომიკურ თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით გაიმართება და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იქნებიან ჩართული. შერჩეული მონაწილეები ოცკაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ტრენინგები ჩაუტარდებათ, ერთი ნაწილი შეეხება დებატების სპეციფიკას, მეორე კი ეკონომიკურ და საბანკო თემებს.

ტრენინგები გაიმართება შაბათ-კვირას „საზოგადოება და ბანკების“ ოფისში, რის შემდეგაც ჩატარდება დებატების ორდღიანი ტურნირი. ფინალურ ნაწილს სასტუმრო Radisson Blu Iveria უმასპინძლებს. გამარჯვებულებს სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით მსაჯები გამოავლენენ. ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - debate@sab.ge 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. დებატებში მონაწილეობა უფასოა.

პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან“ ერთად ახორციელებს.