საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 30699 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოენატარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7,0 პროცენტზე დატოვა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1,355.0 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ივნისიდან 1 ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1130-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1,236.6 მილიონიდან 1,355.0 მილიონ ლარამდე.

30699 ხელშეკრულებიდან 15267 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 188,9 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისისთვის 14.4% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 10707 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,9%-ში. მთლიანი პორტფელი კი 440,6 მილიონი ლარია.

2918 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 689,36 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 132,4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 557 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.9%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 273 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 3876 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,01%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 1534 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 32,3 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივლისის  მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17,5%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

მაღალი წლიური ინფლაციის მიუხედავად ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა. სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება შემდგომ პერიოდში.