არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ტრენინგი "რჩევები მომხმარებლებს" სტუდენტებისთვის გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები მსმენელებს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების პირობებზე ესაუბრნენ. შეხვედრის ძირითადი თემა საკრედიტო პროდუქტები იყო, ტრენინგზე ყურადღება დაზოგვის კულტურის წახალისებაზეც გამახვილდა. საზოგადოება და ბანკები პროექტს გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.