ეკონომიკური მედია სკოლის მეცხრამეტე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ. მედია სკოლის მეცხრამეტე ნაკადი 15 მსმენელისგან შედგებოდა. ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს. პროექტი ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ეკონომიკური მედია სკოლა ახალი ნაკადის მიღებას 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყებს