არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ 2015 წლის ანგარიში მედიას გააცნო.

პრეზენტაციაზე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და მთავარი კამპანიები მიმოიხილა. გიორგი კეპულაძემ საბანკო-საფინანსო სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

„საზოგადოება და ბანკებმა“ 2015 წლის განმავლობაში კონსულტაცია საფინანსო თემებზე 700-მდე ადამიანს გაუწია, ჩაატარა 15 კვლევა და 3 ბანკომეტრი, ფინანსური განათლების მიმართულებით სტუდენტებისთვის საერთაშორისო საფინანსო კონგრესი გამართა, განახორციელა სხვადასხვა მედია პროექტი, ხოლო ორგანიზაციის მედია სკოლაში, 40-მა ჟურნალისტმა ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით განათლება მიიღო.

„საზოგადოება და ბანკების“ გუნდი სამომავლოდაც გეგმავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

გაეცანით წლიურ ანგარიშს ► http://bit.ly/1NTDo9z